„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რესან კონცელიძის წინასაარჩევნო შეხვედრები ბათუმის მოსახლეობასთან აქტიურად გრძელდება. დეპუტატობის კანდიდატი აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად შეხვდა.
„განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი ჩემი შეხვედრა აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებთან. მოვისმინე საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თითოეული ჩემი ბათუმელის პრობლემატური საკითხი, მაქსიმალურად მოკლე დროში ეფექტურად და დროულად გადაიჭრას. ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღის საწინდარია“-აღნიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს რესან კონცელიძემ.