logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: ექიმებს ყოველდღიურად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ინფექცია არსებობს და ყველაფერი რეალურია
- +

15 სექტემბერი. 2020. 00:17

 

 

„ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ინფექცია არსებობს და ყველაფერი რეალურია“, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მომატება გაზრდილმა მობილობამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც მინიმალური რეკომენდაციების კონტროლი ვეღარ ხდება.

 

„ის ღონისძიებები, რომლებიც ვირუსის საწყის ეტაპზე გატარდა იყო ძალიან სწორი ვერტიკალი. თუნდაც ხალხის დაყოლიება. სახელმწიფოს და ხალხის ერთობლივმა მუშაობამ მოიტანა საბოლოოდ ეს შედეგი. რა თქმა უნდა უსასრულოდ ეს შეზღუდვები ვერ გაგრძელდება, შესაბამისად, ბევრი სკეპტიციზმიც გაჩნდა. ბევრს ეჭვი უჩნდება საერთოდ ინფექციის არსებობაში. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ინფექცია არსებობს და ყველაფერი რეალურია. ამიტომ, ადამიანების გარკვეული ნაწილი მოეშვა, განსაკუთრებით იმ ასაკის ადამიანები, რომლებსაც სოციალური ურთიერთობები უფრო მეტად იზიდავთ. გაიზარდა მობილობა, შემოვიდა კურორტებზე და საზაფხულო დასვენების თემა, შესაბამისად დისტანციის უზრუნველყოფა გამორიცხული გახდა, პირბადის მოხმარება არასწორედ განვითარდა და ჰიგიენის ნორმების დაცვა შეუძლებელი იყო. სწორედ ამ ფაქტორებმა ლოგიკურად მიგვიყვანა იქამდე სადაც ახლა ვართ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner