თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გამოძიების შედეგად დგინდება, რომ ქართველ სამხედროებს ცენტრალურ აფრიკაში მისიის შესრულების დროს, რაიმე დანაშაულებრივი ქმედება არ განუხორციელებიათ.
მინისტრის თქმით, ის უახლოეს დღეებში შეხვდება ადამიანებს, რომლებიც საქმეს იძიებდნენ, რის შემდეგაც, ის ოფიციალურად მოითხოვს, იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც მსგავსი დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ გაჟღერდა, გაკეთდეს განმარტება.