ქუთაისში ქალი მე-9 სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, ავტომშენებლის დასახლებაში ცოტა ხნის წინ, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 70 წლის ქალი მარტო ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.