logo_geo
eng_logo
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 15 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

15 სექტემბერი. 2020. 11:42

 

 

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 15 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 381 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ ოთხი მილიონ 345 ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ 132 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ასევე, ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

 

ბოლო რამდენიმე კვირაა, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლისა და გარდაცვლილთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner