ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 15 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 381 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ ოთხი მილიონ 345 ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ 132 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ასევე, ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლისა და გარდაცვლილთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.