logo_geo
eng_logo
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 150 ადამიანი დაინფიცირდა
- +

15 სექტემბერი. 2020. 11:45

 

 

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 150 ადამიანი დაინფიცირდა, 248 გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

 

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ერთი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

 

15 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 46 119 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 41 941 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 203 პაციენტი, მათგან 283 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner