„კოვიდ-19“-ის გავრცელებამ მსოფლიო განვითარება ორი ათეული წლით უკან დახია“, – ამის შესახებ ბილ და მელანია გეითსების ფონდის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
მოხსენების თანახმად, ათეულობით მილიონი ადამიანი უდიდესი უთანასწორობის, დაავადების და სიღარიბის წინაშეა, რადგან კორონავირუსულმა ინფექციამ გაერო-ს მდგრადი განვითარების ბევრ მიზანზე უარყოფითად იმოქმედა.
„ბიბისისთან“ ინტერვიუში, ბილ გეითსმა თქვა, რომ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა მზად, სავარაუდოდ, 2021 წლის დასაწყისში იქნება.
ბილ გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვაქცინა ღარიბი ქვეყნებისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.