logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გურიაში აღმშენებლობაა, რაც ნაციონალებს აღიზიანებთ!
- +

2 მარტი. 2016. 18:43


გურიის გუბერნატორის მიმართ, ნაცმედიის მიერ დაწყებული ბინძური კამპანია გურიაში აღმშენებლობის პროცესებს უკავშირდება", - განცხადებას „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აკეთებს:


ნაცმედიის და ნაცმოძრაობის" სატელიტებს, როგორც ჩანს,, ისე აღიზიანებთ ქვეყანაში აღმშენებლობისა და  წინსვლისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომ მზად არიან, თავიანთი ბინძური პროპაგანდისტური მანქანა მიმართონ ყველა იმ ადამიანისკენ, ვინც  რეალურად საქმეს აკეთებს", - აცხადებს მჟავანაძე.


„უფლებადამცველთა გაერთიანება" თვლის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძის მიმართ. მისი თქმით, ნაცმედიის ცენტრალურმა და რეგიონალურმა საშუალებებმა ათასგვარი ცილისმწამებლური და  შეურაცხმყოფელი ინფორმაციები გაავრცელეს:


გასაგებია, რომ სახემწიფო და საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულება გააჩნია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. სიდედრის დასაფლავების და სახლის დალაგების თემა უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს უფრო  შიზოფრენიის მეხუთე სტადიას გავს, რომელიც ნაცმოძრაობასშეეყარა.

 

გურიის რეგიონში დღეს საკმაოდ კარგი ნაბიჯები იდგმება რეგიონის ეკონომიკური განვითრებისკენ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის მოწესრიგება სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში, სკოლების და ბაღების მშენებლობა. საკურორტო ზონების ბახმაროს, გომისმთის, ურეკის, შეკვეთილის  და ა.. განვითერების დაწყება,  სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ გადაგმული ნაბიჯები, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია. ესაა მცირე ჩამონათვალი იმ სასიკეთო ძვრებისა, რომელსაგურიის რეგიონში ვხვდებით.

 

სამწუხაროდ, ქართული მედია დღეს მხოლოდ უარყოფითი და ნეგატიური პროცესების გაშუქებითაა დაკავებული და  დადებით ძვრებზე, რა თქმა უნდა, ისინი დუმან. იმის მაგივრად, ეს პროცესები ვიღაცეებს უხაროდეთ, დღეს ვხედავთ იმ აგრესიულ კამპანიას გურიის გუბერნატორის მიმართ, რომელიც უშუალო შემოქმედია აღნიშნული პროცესებისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამაშეგვილია ვთქვათ, რომ გურიის გუბერნატორის მიმართ, ნაცმედიის მიერ დაწყებული ბინძური კამპანია გურიაში აღმშენებლობის პროცესებს უკავშირდება. გურიაში დღეს აღშენებლობაა, რაც ნაცებს აღიზიანებთ", -  ამბობს მჟავანაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner