logo_geo
eng_logo
შეეწირა თუ არა თამარ სანიკიძე სააკაშვილთან „სკაიპით“ ჩართვას - რას ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა
- +

27 ივნისი. 2016. 11:25


განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, კულუარული ინფორმაციით, ბათუმში, მასწავლებლების ტრენინგზე მიხეილ სააკაშვილის „სკაიპით" ჩართვას შეეწირა. „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განათლების ამჟამინდელი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ კონსპირაციების თეორიებზე საუბარი სისულელეა. მისი თქმით, სანიკიძის შეცვლა ინფორმაციის გავცელებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაწყდა. ჯეჯელავასთვის უცნობია, რატომ გადაწყდა, უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყოლოდა.


„მიხეილ სააკაშვილის მასწავლებლებთან „სკაიპით" ჩართვის გამო არავინ დასჯილა. რატომ გადაწყდა ახალი გუნდის წევრის განხილვა, ამას ნამდვილად არ ჩავძიებივარ, იმედია, თამარს ჩვენ სისტემაში შევინარჩუნებთ", - განაცხადა ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner