კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებშია(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობის სამსახურმა“ კასპში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა საჯარო სამსახურის შენობებს, მგზავრთა მოსაცდელებს, სკვერებში მისასვლელ და შიდა ბილიკებს. „კასპის კეთილმოწყობის სამსახური“ აგრძელებს სამუშაოებს.
უსაფრთხოების ზომები გატარდა კასპის აგრარულ ბაზარში, რომელიც სადეზინფექციო სამუშაოებს სისტემატურად ჩაატარებს.
ვირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა საჭიროებისამებრ მომავალშიც გაგრძელდება.