არგენტინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ, მას შემდეგ, რაც „კოპა ამერიკის" ფინალში არგენტინამ ჩილეს ნაკრებთან წააგო, განაცხადა, რომ ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებს.
„ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში დასრულებულია. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემპიონობას ვერ მიაღწიო, ძალიან მტკივნეულია", - განაცხადა ლიონელ მესიმ.