logo_geo
eng_logo
კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
- +

15 სექტემბერი. 2020. 13:28

 

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მიგრანტები აცხადებენ, რომ ბანაკ მორიაში ცხოვრება აღარ სურთ. ისინი ასევე ხანძრის შემდეგ დაწყებულ ახალი ბანაკის მშენებლობას აპროტესტებენ.

 

მორიას ბანაკის 13 000-მდე მცხოვრებლიდან 800 ახალ დასახლებაში გადაიყვანეს, რომელიც ხანძრის შემდეგ საბერძნეთის ინიციატივით აშენდა.

 

„ევრონიუსი“ წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ბანაკს ცეცხლი მცხოვრებლებმა განზრახ წაუკიდეს, რადგან „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილო იყვნენ.

 

ბანაკში კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა. საბერძნეთს პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ბანაკის მოსახლეების ნაწილი მთავრობის შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ინციდენტმა შესაძლოა, ევროკავშირს მიგრანტების მიმართ არსებული პოლიტიკის გადაფასებისკენ უბიძგოს.

 

ლესბოსზე მდებარე მორიას მიგრანტთა ბანაკში მცხოვრებ მიგრანტთა რაოდენობა მის ტევადობას ოთხჯერ აღემატება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიგრაციულ ცენტრში სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ზომების დაცვა შეუძლებელია.

 

წყარო : https://1tv.ge/news/kundzul-lesbosze-migrantebma-saprotesto-aqcia-gamartes/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner