logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში ბერლინის საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
- +

15 სექტემბერი. 2020. 15:45

 

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ბერლინის საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოში ნავალნი საკუთარ ოჯახთან ერთად არის.

 

„გამარჯობა, ეს ნავალნია. ყველა მენატრებით. ჯერ კიდევ მიჭირს ყველაფრის კეთება, თუმცა, გუშინ მთელ დღეს ჩემით ვსუნთქავდი, მართლაც ჩემით“, – წერს რუსი ოპოზიციონერი.

 

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

 

სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner