logo_geo
eng_logo
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობენ
- +

15 სექტემბერი. 2020. 16:20

 

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობენ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ბათუმის აგრარულ ბაზარსა და სავაჭრო ცენტ „დი-ენ-შოპ“-ში შედგა.

 

მაჟორიტარობის კანდიდატები ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შეხვდნენ. ბაზრის ტერიტორიაზე დასაქმებულ მოვაჭრეებთან გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო კანდიდატებმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და მათი პრობლემები მოისმინეს. შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner