logo_geo
eng_logo
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 83 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 054 ადამიანი
- +

15 სექტემბერი. 2020. 18:59

 

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 83 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ 4.93 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე მაჩვენებელია.

 

ბოლო ერთ დღეში ინდოეთში კორონავირუსულ ინფექციას 1 054 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი 80 776-ს აღწევს. ჯანდაცვის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სექტემბრის ბოლოს ინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთმა აშშ-ს გაუსწროს.

 

 

წყარო: https://1tv.ge/news/indoetshi-bolo-dghe-ghameshi-koronavirusit-inficirebis-83-000-ze-meti-akhali-shetkhveva-gamovlinda-gardaicvala-1-054-adamiani/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner