ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 83 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ 4.93 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე მაჩვენებელია.
ბოლო ერთ დღეში ინდოეთში კორონავირუსულ ინფექციას 1 054 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი 80 776-ს აღწევს. ჯანდაცვის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სექტემბრის ბოლოს ინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთმა აშშ-ს გაუსწროს.