logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „გორბის“ გამოკითხვით, „ქართულ ოცნებას“ 56% აქვს. თუ ამას გადაუწყვეტელ ხმებს დავუმატებთ, გამოდის, რომ მხარდაჭერა გაცილებით მეტია
- +

15 სექტემბერი. 2020. 19:11

 

„გორბის“ გამოკითხვით, „ქართული ოცნების“  პროცენტი 56-ია. თუკი ამ გადაუწყვეტელ ხმებს გადავანაწილებთ პროპორციულად, გამოდის, რომ გაცილებით მეტია მხარდაჭერა.  „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა აქვს. არის მეორე, ფსევდო-რეალობა, რომელსაც გვახვევენ თავს და ვერანაირად ვერ მიიღეს შედეგი და ბოლოს გააფთრებულები ელოდებოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ცოტა მაინც გაამართლებდა მათ იმედებს, მაგრამ ვერ გამართლდა  მათი იმედი“, -ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„დავინახოთ, რა ხდება.  სასწორზე დავდოთ ორი რეალობა, ერთი ფსევდო რეალობა, მეორე ის, რაც ხდება. ამ პირობებში, როდესაც მსოფლიოში არის  რთული ვითარება, ომები, დაპირისპირების ეს ხარისხი, ეკონომიკური დაპირისპირება, პანდემიამ როგორ დააზარალა ეკონომიკები, ხალხი, ჯანმრთელობა და ამ პირობებში საქართველო ახერხებს, რომ გადარჩეს და სამშვიდობოს გავიდეს. რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა ლაპარაკი, თუ ვლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე რეალურად, გაცილებით უფრო მეტია ის, თუ რა სისტემაც შექმნა მან მართვის  ქვეყანაში რეალურად გინდათ დემოკრატიული თვალსაზრისით და გინდათ ნებისმიერი მიმართულებიდან გამომდინარე. არის მეორე, ფსევდო-რეალობა, რომელსაც გვახვევენ თავს და ვერანაირად ვერ მიიღეს შედეგი და ბოლოს გააფთრებულები ელოდებოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ცოტა მაინც გაამართლებდა მათ იმედებს, მაგრამ ვერ გამართლდა მათი იმედი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner