logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: გუბაზმა მთლად „გაიფარჩაკა“ თავი სააკაშვილის ქვემძრომობაში
- +

15 სექტემბერი. 2020. 21:53

 

რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, გუბაზ სანიკიძე მითუფრო ენით აუწერელ სისაძაგლეებს აფრქვევს ყოფილ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე და ასევე ენით აუწერელ ქვემძრომობას იჩენს ახალ ლიდერად აღიარებული სააკაშვილის მიმართ!

 

სააკაშვილის მიერ „ნაცსექტისთვის“ გადმოგდებულმა დაპირებამ – მე ვბრუნდებიო – ვისაც თავში ჭკუა მოეკითხება, ყველა გაახალისა – უკვე მერამდენედ ბრუნდება საქართველოში ეს გაჭირვებულიო!

 

არანაკლებ სახალისო გახლდათ სააკაშვილის მიერ უკვე სრულიად ქართველი ხალხისთვის უკრაინიდან მოძღვნილი წინასაარჩევნო ვირეშმაკული ვიდეომიმართვაც – ბოდიშს გიხდით წარსულის შეცდომებისთვის – მე ის თამრო აღარა ვარო!

 

ეს „თამრო“ რომ ისევ ის მიშაა და უნიჭოდ ფარისევლობს, ყველა ჭკუათმყოფელისთვის გასაგებია, მაგრამ, აი, ამ გუბაზმა რომ მთლად გაიფარჩაკა თავი სააკაშვილის ქვემძრომობაში, ამაზე მოგახსენებთ!

 

აქაოდა, სააკაშვილი იმდენად ღირსეული კაცია, წარსული შეცდომებისთვის ქართველ ხალხს ბოდიშსაც კი უხდისო, გუბოზმა ამაყად გამოაცხადა – ის კი არა, ჩვენ, მე და მიშამ, ერთმანეთსაც მოვუხადეთ ბოდიშებიო!

 

ანუ გუბოზ სანიკიძემ, სააკაშვილს ქართველთა მოსისხლე მტრებად – ჯალალედინად და აღა-მაჰმადხანად რომ მოიხსენიებდა, ამისთვის მოუხადა ბოდიში!

 

თავის მხრივ, სააკაშვილსაც მოუხდია ბოდიში იმისთვის, რომ თავის დროზე ქუთაისის პარლამენტში ჩაძინებული გუბოზის ფოტოს აფრიალებდა ტელეკამერების წინ – აი, ქუთაისელებო, ეს არის თქვენი საოცნებო დეპუტატიო!

 

და ვისაც კიევში ჩასული გუბაზის ჩასვრილი გამომეტყველება გახსოვთ, ეჭვიც არ შეეპარება, რომ ეს მართლა გაულოკავდა ფეხებს სააკაშვილს – შენი მონა ვიქნები, ფული მომეცი ოღონდო!

 

მართლაც რა სამარცხვინოა – ქოცების ამქარში შემძვრალმა მილიონი ვერ იშოვა და ივანიშვილის მიერ გამოპანღურებული მოსისხლე მტრად მოეკიდა ერთ დროს სათაყვანებელ ბიძინას!

 

არადა, ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ დაარქვა სახელოვანმა ისტორიკოსმა თავის პირმშოს გუბაზი, რომელიც ეგრისის გმირი მეფის სახელია, სამშობლოსთვის ბრძოლაში გმირულად რომ დასდო თავი!

 

დიაც, გუბაზი გახლდათ ეგრისის მეფე მე–6 საუკუნის 40-50-იან წლებში მისი მეფობის დროს კი დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა სპარსეთსა და ბიზანტიას შორის, რასაც ისტორიკოსებმა უწოდეს „დიდი ომიანობა ეგრისში“.

 

ირანელების მიერ ქართლის დაკავებისა და მეფობის გაუქმების შემდეგ ბიზანტიელებმა ეგრისის გამაგრებისა და ირანელების შემოსევის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში ჯარების შემოყვანა დაიწყეს, მაგრამ ბიზანტიელების თავხედობამ, მეფის საქმეებში ჩარევამ, ხალხის ყვლეფამ იმდენად განარისხა ეგრისელები, რომ 541 წელს გუბაზმა ელჩები გაუგზავნა ირანის შაჰს ხოსროს, ბიზანტიელებთან ბრძოლაში დამეხმარეო!

 

ხოსრო სიხარულით ცას ეწია და 542 წელს დიდი ჯარის შეიჭრა ეგრისში. გუბაზიც გვერდში დაუდგა ირანელებს და ბიზანტიელები დამარცხდნენ, მაგრამ ხოსროს ვერაგული გეგმა ჰქონდა გუბაზისა და ეგრისელების გასანადგურებლად. მას სურდა მოეკლა გუბაზი, ეგრისელები მშობლიური მიწა-წყლიდან აეყარა და იქ ირანელები და თავისი ერთგული ტომები ჩაესახლებინა!

 

შაჰმა გუბაზის მოკვლა თავის მოხელეს ფაბრიზს დაავალა, ხოლო ფაბრიზმა ეს გეგმა გაანდო ერთ წარჩინებულ ეგრისელს – ფარსანს, რომელსაც დიდი ხნის მტრობა ჰქონდა გუბაზთან, მაგრამ ფარსანმა დაივიწყა პირადი დამოკიდებულება მეფესთან და გუბაზს ყველაფერი აცნობა. ხოსროს ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა და გუბაზი ბიზანტიელების მხარეს გადავიდა.

 

ომი ახალი სისასტიკით განახლდა. ეგრისელები მეფესთან ერთად გმირულად იბრძოდნენ სამშობლოსთვის, მაგრამ არც ბიზანტიელები აღმოჩნდნენ სანდონი, მათი უგულობისა და ღალატის წყალობით, ირანელებმა რამდენჯერმე გაიმარჯვეს. ამ დამარცხებაში გუბაზი ბიზანტიელთა სარდლებს მარტინეს, ბესას და რუსტიკეს სდებდა ბრალს. მათ კი ვითომ სათათბიროდ, 554 წელს მდინარე ხობისწყალთან მიიწვიეს გუბაზ მეფე და ვერაგულად მოკლეს„

 

ამ ამბავმა სასტიკად აღაშფოთა ეგრისელები. მათ კრება მოიწვიეს და ბიზანტიის იმპერატორს მოსთხოვეს, დაესაჯა მკვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანის მხარეზე გადასვლით იმუქრებდნენ. იმპერატორმა კარგად იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა მისთვის ეგრისელების ირანელთა მხარეს გადასვლას, ამიტომ 555 წელს გუბაზის მკვლელები გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ამავე წელს ეგრისში გაამეფეს ბიზანტიაში მყოფი გუბაზის ძმა წათე...

 

აი, ასეთი გმირის სახელი ჰქვია ამ გუბოზს! ახლა შეადარეთ ეს გუბოზ მყეფე და გუბაზ მეფეს და მიხვდებით, რამხელა განსხვავებაა მათ შორის და რატომ ტრიალებს საფლავში ლევან სანიკიძე!

 

 

გიორგი გიგაური

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner