logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი წალკის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

15 სექტემბერი. 2020. 23:52

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  წალკის მუნიციპალიტეტში განაგრძობს ამომრჩეველთან აქტიურ კომუნიკაციას. ამჯერად ის სოფლების: იმერას, საბეჭისის,თეჯისის, სამადლოს, ახალშენისა და ბეშთაშენის მოსახლეობას შეხვდა

 

მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები გააცნო. ამ სოფლების მოსახლეობისთვის უმთავრესი საკითხი  მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დაკანონება.

 

მმართველი გუნდის კანდიდატმა, ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

 

„ადამიანები იმედით შემხვდნენ,  მოსაზრებები გამიზიარეს - ისინი აფასებენ  ქვეყანაში განხორციელებულ პროგრამებს, რომელთა დახმარებით უამრავი ადამიანი სარგებლობს.

 

მათ ჩემი იმედი აქვთ, მე კი მჯერა, რომ მათი  მხარდაჭერით და მათთან ერთად დავიხარჯები უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner