logo_geo
eng_logo
ლადო კახაძე: „ქართული ოცნება“ ზენიტშია, მას კიდევ უფრო მეტი რესურსი აქვს
- +

16 სექტემბერი. 2020. 02:49

 

 

„მესამე ვადაზე გადადის პარტია „ქართული ოცნება“. ყველა იმაზე საუბრობს, რომ ახლა ის მილევადი უნდა იყოს და ინგრეოდეს. ინგრეოდეს კი არა, ზენიტში წავიდა. რესურსი კიდევ უფრო მეტი აქვს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლადო კახაძემ გადაცემაში „არენა“.

 

„ამას ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რადგან თავისი მოღვაწეობის დროს, პარტიას შეაქვს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორსაც არც ერთი წინამორბედი ხელისუფალი არ აკეთებდა. თავისსავე პირობებში აკეთებს ამას. ხელისუფალმა ბევრჯერ შეიზღუდა თავი“ - აღნიშნა ლადო კახაძემ.

 

მან ასევე ზუგდიდში მაჟორიტარი კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას წარდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამეგრელოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილს ამ გადაწყვეტილებას არ მოუწონებს.

 

„მეგრელები მას ასეთ გადაწყვეტილებას არ შეუქებენ. დედა ასეთ ბრძოლაში არ უნდა შეუშვა. ეს დედის გაწირვის ტოლფასია და დედის, როგორც აფარება შენი თავის დასაცავად. ამას მას არც ერთი მეგრელი, კოლხი არ შეუქებს. დედა იქით დასაცავია, დედას უნდა გადაეფარო, მეუღლეს უნდა გადაეფარო. ოჯახის გაზრდა ესაა“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner