logo_geo
eng_logo
პენტაგონში უარყოფენ ინფორმაციას, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზის თურქეთიდან საბერძნეთში გადატანა სურს
- +

16 სექტემბერი. 2020. 11:07

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში უარყოფენ ინფორმაციას, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზის თურქეთიდან საბერძნეთში გადატანა სურს. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

 

პენტაგონის პრესსპიკერის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ტომას კემპბელის განცხადებით, აშშ ინჯირლიკის ავიაბაზიდან სამხედრო ინფრასტრუქტურის გატანას არ გეგმავს.

 

მანამდე ამერიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა გამოცემა, „ვაშინგტონ იგზამინერს“ განუცხადა, რომ აშშ სამხედრო-საზღვაო ბაზას საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე აშენებს.

 

„აშშ ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა თურქეთის მთავრობის მოწვევით და იქ ჩვენი მუდმივი ყოფნა აჩვენებს აშშ-სა და ნატო-ს მოკავშირე თურქეთს შორის მიმდინარე და მტკიცე ურთიერთობას“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner