„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელძღვანელის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში წარადგენს. აქვე კალაძე კითხვაზე, იყრის თუ არა თავად კენჭს სამტრედიის მაჟორიტარად, აღნიშნა, რომ ეს რამდენიმე დღეში გადაწყდება.
„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გააკეთებს განცხადებას და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.