logo_geo
eng_logo
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო 81 სკოლა დაიხურა
- +

16 სექტემბერი. 2020. 13:21

 

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო 81 სკოლა დაიხურა.

 

ქვეყნის განათლების მინიტრის, ჟან-მიშელ ბლანკეს განცხადებით, გასულ კვირას საფრანგეთის მასშტაბით სკოლებში კორონავირუსის 1 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ბლანკემ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სკოლა, სადაც „კოვიდ-19“-ის სამზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, დაიკეტება.

 

„ბიბისი“ წერს, რომ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები აგვისტოდან მატულობს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 433 905 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 000-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner