საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო 81 სკოლა დაიხურა.
ქვეყნის განათლების მინიტრის, ჟან-მიშელ ბლანკეს განცხადებით, გასულ კვირას საფრანგეთის მასშტაბით სკოლებში კორონავირუსის 1 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ბლანკემ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სკოლა, სადაც „კოვიდ-19“-ის სამზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, დაიკეტება.
„ბიბისი“ წერს, რომ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები აგვისტოდან მატულობს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 433 905 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 000-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა.