logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ კოალიციას მართავენ „რესპუბლიკელები"
- +

2 მარტი. 2016. 11:02


ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე კოალიციის შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის ყველაზე დიდი დანაშაულია, კოლიაციას რომ „რესპუბლიკელები" მართავენ. თოფაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პარტია მართავს პროცესებს და ყოველთვის ცდილობს, საკუთარი წინადადებები პრიორიტეტად აქციოს.

 



კოალიციას შეცდომები აქვს დაშვებული ბევრ რამეში. ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული არის ის, რომ კოლიაციას მართავენ „რესპუბლიკელები". მათი პრეტენზიები და ამბიციები კოალიციამ ვერ დააწყნარა. არიან ამბიციურები, სურთ, თავისი გაიტანონ ყველაფერში. მათ სურთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება საქართველოში, რასაც ბუნებრივია, ვეწინააღმდეგებით. აქვე ვიტყვი - ჩვენს ფრაქციას არასოდეს უთქვამს, რომ ევროკავშირი არ გვინდა. ჩვენი გეზი დასავლეთისკენაა. პოლიტიკური კულტურა, დემოკრატია - მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ჩვენც უნდა დავაყენოთ ისეთი პირობები, რომელიც ჩვენთვისაა მისაღები. ევროპის ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ერთსქესიანთა ქორწინებაზე, ჩვენ რატომ გვაძალებენ?!

 

ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება თავად ევროკავშირსაც უნდა. სიტუაცია შეიცვალა - აბრეშუმის გზა გაიხსნა, ჩინეთიდან ევროპამდე სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოზე გავიდა - ეს ყოველივე მათაც აინტერესებთ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოსთვის მისაღები პოზიცია", - განაცხადა თოფაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner