logo_geo
eng_logo
ლადო კახაძე: დიაგნოზი ბევრჯერ დამისვამს და არ შევმცდარვარ - ჩემი პროგნოზი 60 პროცენტზე მაღალია
- +

16 სექტემბერი. 2020. 16:30

 

 

„მე ექიმი ვარ, დიაგნოზი ბევრჯერ დამისვამს და არ შევმცდარვარ და ჩემი პროგნოზი 60 პროცენტზე მაღალია“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე  „GORBI“-ს კვლევის მონაცემებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

„საერთაშორისო დამკვირვებლები, ელჩები, ექსპერტები, ყველა გაეცნო ამ კვლევას, მაგრამ ეჭვი არავის შეუტანია. მე ასეთ შეკითხვას ვსვამ, მესამე ვადით გადის ეს პარტია, მესამე არჩევნები მოდის, ამბობენ ახლა მილევადი უნდა იყოს, უნდა ინგრეოდეს, ინგრეოდეს კი არა, ზენიტში წავიდა. ეს ნიშნავს, რომ რესურსი კიდევ მეტი აქვს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თავისი მოღვაწეობის დროს შეაქვს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც არც ერთი წინამორბედი ხელისუფალი არ აკეთებდა. ხელისუფალმა ბევრჯერ შეიზღუდა თავი, ბევრჯერ გამოწვევებთან პირისპირ დადგა“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner