ბერლინში დღეს დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმთან დაკავშირებით გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრებს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამართავს, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია მერკელისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, გერმანიას და საფრანგეთს ერთიანი პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.