logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: გიულის ბიჭი საკუთარი ოჯახიდან უგზავნის „გიულიოტინას“ ზუგდიდელებსა და სრულიად სამეგრელოს!
- +

16 სექტემბერი. 2020. 21:13

 

 

გიულის ბიჭი პირდაპირ საკუთარი ოჯახიდან უგზავნის გიულიოტინას ზუგდიდელებსა და სრულიად სამეგრელოს ქართველობას!

 

„ნაცმოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ, რომელიც მიშას „ნაცში“ არათუ ნამყოფია, არამედ ახლაც იქ ზის, დაადასტურა, რომ ზუგდიდში მათი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სააკაშვილის დედა გიული ალასანია იქნება.

 

ზუგდიდში დეპუტატობის კანდიდატად სააკაშვილის დედის დასახელება იმას ნიშნავს, რომ გიულის ბიჭი მიშა ზუგდიდელებსა და სრულიად საქართველოს ახალ გიულიოტინასა და მიშაფოტს უმზადებს.

 

გიულიოტინა და მიშაფოტი გილიოტინისა და ეშაფოტის ვარიაციებია.

 

გილიოტინა, რომელიც მე-18 საუკუნეში ფრანგმა ექიმმა ჟოზე გილიოტენმა გამოიტონა, სიკვდილის დასჯის იარაღია, კერძოდ კი, ორ ვერტიკალურ სვეტს შორის ჩასმული ნაჯახის ბასრი პირი, რომელიც ზევით-0ქვევით მოძრაობს, სიკვდილმისჯილს კისერზე მთელი ძალით ეცემა და თავს კვეთს.

 

რაც შეეხება ეშაფოტს, ეს არის ამაღლებული ფიცარნაგი, რომელზეც სიკვდილმისჯილი თავის მოსაკვეთად ან ჩამოსახრჩობად აჰყავდათ.

 

ასე და ამრიგად, ეშაფოტიც და გილიოტინაც სიკვდილის სიმბოლოებია, ხოლო გიულიოტინა და მიშაფოტი წარმოადგენენ სიმბოლოებს ტანჯვა-ვაებისა, წამებისა, სისხლისღვრისა და, საერთოდ, ყოველგვარი უბედურებისა, რასაც კი „ნაცრეჟიმის“ 9-წლიანი მმართველობის დროს ქართველი ხალხის თავზე გადაუვლია.

 

„ნაცრეჟიმის“ 9-წლიანი ბოგინისას მიშაფოტი ყველგან იდგა – ქუჩაში, ციხეში, პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში, ბიზნესსექტორში, მედიასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ნებისმიერ უბანზე.

 

„ნაცრეჟიმის“ მძვინვარებისას მიშაფოტზე მრავალნი აიყვანეს და დასაჯეს პოლიტიკური სიკვდილით, მორალური სიკვდილით, სულიერი სიკვდილით და, რაღა თქმა უნდა, ფიზიკური სიკვდილითაც.

 

მოკლედ, მიშაფოტი მიშას რეჟიმის მთავარი ინსტრუმენტი იყო. მიშა მიშაფოტით იმყარებდა და ინარჩუნებდა ძალაუფლებას. მიშაფოტის გარეშე მიშას ქვეყნის მართვა არ შეეძლო. მიშაფოტზე აყვანილი ხალხის გაუბედურებით იღებდა მიშას რეჟიმი სასიცოცხლო ენერგიას. ამიტომაც არის, რომ მიშა მუდმივად ცდილობს 2012 წელს ქართველი ხალხის მიერ დაშლილი და სანაგვეზე მოსროლილი მიშაფოტი აღადგინოს და თავები დააყრევინოს ყველას, ვისთვისაც კი 9 წლის განმავლობაში წირვის გამოყვანა ვერ მოასწრო.

 

ახალი მიშაფოტის დასადგმელად მიშას განსაკუთრებით ერთი ადგილი აქვს ამოჩემებული – ზუგდიდი, სამეგრელოს შუაგული.

 

ზუგდიდში მიშაფოტის დადგმა მიშასთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს საკუთარი ოჯახის წევრების მეტს არავის ანდობს.

 

სანდრა რულოვსის მაგალითები გავიხსენოთ: მიშამ საკუთარი თანამეცხედრე ზუგდიდში მიშაფოტის დასადგმელად ორჯერ მიავლინა – ჯერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და შემდეგ 2019 წელს, როგორც მერობის პრეტენდენტი.

 

ორივეჯერ სანდრა რულოვსის მთავარი მისია იყო სამეგრელოს ცენტრში ერთი დიდი მიშაფოტი მოეწყო, რომელზეც „ნაცები“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აიყვანდნენ, თავს მოჰკვეთდნენ და ზუგდიდიდან დაიწყებოდა „ნაცრევანშის“ შეუქცევადი პროცესი, რომელიც მიშას დაბრუნებითა და მთელ საქართველოში ახალ-ახალი მიშაფოტების დადგმით დაგვირგვინდებოდა. საბედნიეროდ, სანდრა რულოვსმა ზუგდიდში მიშაფოტის დადგმა ვერცერთხელ მოახერხა.

 

ზუგდიდელებმა, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ყველაზე მწარედ იწვნიეს მიშაფოტზე გაჯგიმული ჯალათების – ახალაიების, მეგისქარდავებისა და კოხტაკოდუების სისასტიკე, არ დაუშვეს, რომ მიშას სამეგრელოში, ახალი მიშაფოტი სანდრა რულოვსის ხელით დაედგა.

 

ასე რომ, ზუგდიდმა და სამეგრელომ მთელი საქართველო ორჯერ გადაარჩინა მიშაფოტზე სიკვდილით დასჯას.

 

და აი, ახლა მიშა ზუგდიდსა და სამეგრელოში ისევ აპირებს მიშაფოტის დადგმასა და ზედ გიულიოტინის აღმართვას.

 

გიულის ბიჭი ფიქრობს – სანდრას არცერთხელ გამოუვიდა, მაგრამ იქნებ გიულის გამოუვიდეს? იქნებ ზუგდიდელები ახლა მაინც გაბრიყვდნენ და გიულიოტინის ნახვრეტში შეყონ თავი? იქნებ სამეგრელო უკვე გახაზირებულია გიულიოტინისთვის?

 

თანაც, ისევ არავის ანდო მიშამ ზუგდიდი მიშაფოტის დადგმა. თვით ყველაზე ერთგული თანამებრძოლები და ყურმოჭრილი მსახურებიც კი არ აღჭურვა სამეგრელოს მიშაფოტზე აყვანის მისიით. არა, გიულის ბიჭი პირდაპირ საკუთარი ოჯახიდან უგზავნის გიულიოტინას ზუგდიდელებსა და სრულიად სამეგრელოს ქართველობას.

 

ალასანია გიული – გიულიოტინა ზუგდიდისა და საქართველოსთვის.

 

გიულიოტინა – სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის ჩასმული ნაჯახის ბასრი პირი, რომელიც ზევით-ქვევით მოძრაობს, სიკვდილმისჯილს კისერზე მთელი ჯალით ეცემა და თავს კვეთს.

 

მაინც რა აკვიატება აქვს მიშას, რომ მიშაფოტისა და გიულიოტინის დადგმას მუდმივად ზუგდიდში ცდილობს? რა და, გიულის მიშამ კარგად იცის – თუ ზუგდიდში მოახერხა მიშაფოტის მოწყობა, თუ სამეგრელოში შეძლო გიულიოტინის ამუშავება, მერე უკვე მთელ საქართველოსაც ადვილად მოერევა და ყოველ კუთხეში დაამონტაჟებს სიკვდილის დანადგარს. თუ სამეგრელოს მოსახლეობამ ინება მიშაფოტზე ასვლა და გიულიოტინისთვის კისრის მიშვერა, მერე უკვე ვეღარაფერი გააჩერებს სასიკვდილო რეჟიმის რეანიმაციას, მის ხელახალ აღზევებასა და გაპარპაშებას.

 

მოკლედ, გიულის ბიჭი სათავისოდ სწორ გათვლას აკეთებს, როცა ზუგდიდში გიულიოტინის აღმართვას ცდილობს, მაგრამ სწორი გათვლების უნარი ზუგდიდელებსაც აქვთ და როგორც სანდრას არ დაადგმევინეს მიშაფოტი თავიანთ ქალაქში, ახლა არც გიულის მისცემენ გიულიოტინის ამუშავების საშუალებას.

 

გიული ზუგდიდში დაამთავრებს ისე, როგორც სანდრამ დაამთავრა ორჯერ – დამარცხებითა და შერცხვენით!

 

ზუგდიდი და სამეგრელო არასოდეს იქნება ალაგი მიშაფოტისა და გიულიოტინასთვის.

 

მაქსიმილიან რობესპიერს, რომელმაც საფრანგეთში გილიოტინა აღმართა და 35 ათას კაცს თავები დააყრევინა, ბოლოს თვითონ მოჰკვეთეს თავი გილიოტინით.

 

გიულის ბიჭსაც ასე მოუვა – გიულიოტინა, რომელსაც იგი ზუგდიდსა და მთელ საქართველოს უმზადებს, მისივე პოლიტიკური აღსასრულის მიზეზი გახდება.

 

დიდი გალაკტიონი წერდა – „თბილისი ჩემთვის არის მაღალი გილიოტინა და ეშაფოტი“.

 

გიულის ბიჭისთვის კი ზუგდიდი და სამეგრელო გახდება გიულიოტინა და მიშაფოტი.

 

თავი მომჭერით, ასე თუ არ მოხდეს!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner