logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ახალი ტერმინალის მშენებლობაზე დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯება
- +

27 ივნისი. 2016. 13:14


ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, იგეგმება კიდევ ერთი დამატებითი ტერმინალის მშენებლობა, რომლისთვისაც დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება. კალაძის თქმით, მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.


ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯება ამ ყველაფერში. თქვენ ხედავთ, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია",- განაცხადა კალაძემ ტერმინალის  საფუძვლის ჩაყრის  დღევანდელ ღონისძიებაზე.


მისევე თქმით, მშენებლობის პროცესში შეიქმნება სამუშაო ადგილები. ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ვითარდება.


2017 წლის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი ტერმინალი მოემსახურება, ტერმინალს საფუძველი პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრთან და "ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტთან ერთად ჩაუყარა. აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რამაც 2015 წელს 1 800 00-ს გადააჭარბა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner