logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო ახალი თაობისთვის
- +

16 სექტემბერი. 2020. 22:20

 

 

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

 

გოჩა ენუქიძემ, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დიდი წარმატებები მიულოცა,  რომლებმაც ჩვენი რეგიონი კიდევ ერთხელ ასახელეს.

 

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო ახალი თაობისთვის და ამისათვის თქვენ, პედაგოგებს კიდევ უფრო დიდი როლი გეკისრებათ.

 

გისურვებთ ბევრ წარმატებას, ჩვენი აბროლაურისა და რეგიონის საკეთილდღეოდ“, -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

 

 

 

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner