logo_geo
eng_logo
გორში ხანძარია, ცუდი ხილვადების გამო, სახანძრო ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის
- +

17 სექტემბერი. 2020. 01:24

 

გორში, ატენი-ბოშურის მიმდებარედ ხანძარია. ხანძარი მთაში კლდოვან ნაწილზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა რთული რელიეფის გამო, ვერ ხერხედება.

 

ამ ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ღამის განმავლობაში, ხილვადობის აღდგენამდე ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დარჩებიან.

 

„ატენი- ბოშურის მიმდებარედ მთაში, კლდოვან ნაწილზე შეინიშნება ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხედება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება სპეც აღჭურვილობით მობილიზებული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები.” – განმარტავენ უწყებაში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner