logo_geo
eng_logo
ქართველი სამხედროებისადმი არასწორი ბრალდების გამო, ქართული მხარე ბოდიშის მოხდას ითხოვს
- +

27 ივნისი. 2016. 13:15


საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ  ქმედებებში მონაწილეობა არ დადასტურდება, როგორც საქართველოში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებული გამოძიებით.



ჩემი მხრიდან გამოძიების დეტალებზე საუბარი არასწორი იქნება, თუმცა მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვამბობ, რომ დამტკიცდება უდანაშაულობა. ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი - ზუსტად იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით უნდა გაკეთდეს ახალი განცხადება, როგორც მოხდა ქართველი ჯარისკაცებისთვის ბრალის დადება. ვითხოვთ ბოდიშს და იმის თქმას, რომ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner