30-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს მუშაობას ატენის ტყეში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერა არ არსებობს და მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები. ხილვადობის აღდგენისთანავე სახანძრო-სამაშველო ძალებმა განაახლეს ცეცხლის ქრობა.
ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე ბუჩქნარსა და ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს კერების დამუშავება.
ხანძარი ატენის ხეობაში სავარაუდოდ ფოიერვერკის გაშვებას მოჰყვა.