logo_geo
eng_logo
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი: პირბადე COVID-19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა
- +

17 სექტემბერი. 2020. 11:11

 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ პირბადემ შესაძლოა, COVID-19-სგან ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას.

 

„მინდა ვთქვა, რომ პირბადე COVID-19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე - კი“, - აღნიშნა რობერტ რედფილდმა.

 

მან მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პირბადეები გამოიყენონ.

 

რობერტ რედფილდის კომენტარებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი აზრით, რედფილდი უბრალოდ დაიბნა და ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი წელს იქნება.

 

„ვფიქრობ, შეცდომა დაუშვა, როცა ეს თქვა, ალბათ ამას არ გულისხმობდა, ჩემი აზრით, უბრალოდ დაიბნა. პირბადე ვაქცინაზე ეფექტური არ არის და მე ამის შესახებ მას დაველაპარაკე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner