დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე საქართველოს მასშტაბით 2.63-ს, აჭარის რეგიონში კი 17.1-ს შეადგენს.
მისივე თქმით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება.
„179 ახალი შემთხვევიდან 121 არის ბათუმი, ერთი ქედა, სამი გამოვლინდა ქობულეთში, ერთი ხულოში, ოთხი შემთხვევა გვაქვს გურიაში, თბილისში 15, ქუთაისში 14, ორი ხონში, კახეთში ოთხი, მცხეთა-მთიანეთში შვიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – შვიდი. ახალ შემთხვევაღა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში გვაქვს 2.63. ქვეყანა ითვლება მწვანე ზონაში, ზღურბლი ჩვენთვის, მწვანე ზონის არის ხუთი. ყვითელ ზონაში არის 5-დან 20-მდე. 20-ის ზემოთ უფრო საფრთხილო ზონაა. დღეის რიცხვით 100 000 შემთხვევაზე 2.63 საქართველოს მასშტაბით და 17.1 აჭარის რეგიონში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, აჭარა ცხელ წერტილად რჩება. თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს პირველი ნიშანია საქართველოს მასშტაბით შემთხვევების კლების და მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება, რათა კლების ტენდენცია როგორმე შენარჩუნდეს.
„ამ ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ყოველდღიური შემთხვევების აღმავალი ზრდა გვქონდა, დღეს პირველი ნიშანი გამოიკვეთა, ოდნავ დაიწია ქვემოთ მრუდმა, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ისე აჭარაში, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ ოდნავ დავმშვიდდებით, თუ ამ მრუდს ექნება მდგრადი ხასიათი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რაზეც ვსაუბროთ და თავი მოგაწყინეთ, ძალაშია და კიდევ უნდა გამკაცრდეს, რომ როგორმე იქნებ ეს მრუდი შევინარჩუნოთ. ამ შემთხვევებიდან კონტაქტები არის 57, ეპიდაფეთქების კერებში დაახლოებით 83 დადასტურდა, სიმპტომებიანი პაციენტია 27, კარანტინსა და თვითიზოლაციაში ორი დადასტურდა, მედპერსონალი გვყავდა ოთხი, იუსტიცია-შსს ხუთი და ერთი მძღოლი იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.