logo_geo
eng_logo
ბათუმის სამშობიარო სახლში 12 კოვიდ-ინფიცირებული ორსული მკურნალობს
- +

17 სექტემბერი. 2020. 14:10

 

 

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდ-ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სამშობიარო სახლის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტებში პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„დაგვემატა ოთხი ფეხმძიმე და ამ ეტაპზე გვყავს 12 კოვიდ-ინფიცირებული ქალბატონი. მათ შორის ერთი 38 კვირის ორსულია. საბედნიეროდ, ყველა პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა პაპავამ.

 

ამასთან, მისივე თქმით, სამშობიარო სახლს 30 კოვიდ-ინციფირებული პაციენტის მიღება შეუძლია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner