logo_geo
eng_logo
არჩილ ჭყოიძე: „ერეკლე მეორის საზოგადოება“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს!
- +

27 ივნისი. 2016. 14:10


 „ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე უკრანულ და რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჭყოიძის განცხადებით, მედიაში და ქართულ ფორუმებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ერეკლე მეორის საზოგადოება" იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მხარს უჭერს პრორუსულ პარტიებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.



„უკრაინულ და რუსულ მედიაში, ასევე ქართულ ფორუმებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ერეკლე მეორის საზოგადოება" იღებს მონაწილეობას არჩევნებში და მხარს უჭერს ზოგიერთ პრორუსულ პარტიას. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, დეზინფორმაციაა. არ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და გადავწყვიტეთ, არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარი არ დავუჭიროთ",- განაცხადა ჭყოიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner