logo_geo
eng_logo
ვან ბაიბურთი: ლიონელ მესი ფაქტობრივად სომეხია
- +

2 მარტი. 2016. 11:24


ყოფილი პარლამენტარი ვან ბაიბურთი ამბობს, რომ შესაძლებელია, ლიონელ მესი სომეხი იყოს, რადგან ქალაქ ლიონში ბევრი სომეხი ცხოვრობს და შესაძლებელია, ეს სახელიც სწორედ ამ ამბავს უკავშირდება. ბაიბურთმა კომენტარი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში გააკეთა:


„ძალიან მინდა, ასეთი კავშირები მესისთან ვიპოვო, მაგრამ არაფერი გამოდის. მესი სომხურად არაფერს ნიშნავს, თუმცა, მას ლიონელი ჰქვია და ეს უკვე საინტერესოა. ლიონში ბევრი სომეხი ცხოვრობს. ეტყობა, ამ მესის მამას რაღაც კავშირი აქვს აქაურობასთან და ამიტომაც დაარქვა შვილს ასეთი სახელი. მესიც ფაქტიურად სომეხია", - დასძინა ბაიბურთმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner