თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ანა დოლიძე მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.
ანა დოლიძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრად წარუდგინა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ დოლიძის კანდიდატურა ჩააგდო.