logo_geo
eng_logo
ლიბანში აფეთქებებს 6 ადამიანი ემსხვერპლა
- +

27 ივნისი. 2016. 14:42


ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე სოფელ კააში აფეთქებების სერიის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 19 ადამიანი.



მოძრაობა  „ჰეზბოლასთან" დაკავშირებული ტელეკომპანიის ინფორმაციით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. უცნობია, ვინ იყო თავდასხმის ორგანიზატორი.



სააგენტო„ Reuters "-ის ცნობით, ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მცხოვრებია, დაშავებულთა შორის კი ლიბანური ჯარის რამდენიმე სამხედროა.



ლიბანში კონფესიათაშორისო დაძაბულობა სირიის სამოქალაქო ომის ფონზე გამწვავდა. ლიბანში მოქმედი მოძრაობა „ჰეზბოლა" სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს.



ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა" აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner