საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება, არასწორია.
„ეს არ არის სწორი ინფორმაცია, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ყველანაირ კულუარულ ინფორმაციას შევეშვათ, რადგან ყველა ინფორმაცია გამოქვეყნდება ერთდროულად. არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გავაგრძელებ მინიმუმ არჩევნებამდე იმ ადგილზე მუშაობას, სადაც ვარ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.