logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე მთავრობამ და უშიშროების საბჭომ უნდა იმსჯელონ
- +

27 ივნისი. 2016. 15:05


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს.



პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს. პრემიერი ასევე თვლის, რომ საკითხი უნდა იქნას განხილული უშიშროების საბჭოს მიერ", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.



დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner