logo_geo
eng_logo
მედიის ცნობით, პოლონეთის კოალიციური მთავრობა შესაძლოა, დაიშალოს
- +

18 სექტემბერი. 2020. 14:57

 

 

 

 

პოლონეთის კოალიციური მთავრობა შესაძლოა, დაიშალოს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, საპარლამენტო კოალიციაში უთანხმოება ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის მიერ ცხოველების უფლებათა დაცვის შესახებ წამოყენებულ კანონპროექტს მოჰყვა.

 

კოალიციის წევრმა პარტიებმა კაჩინსკის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა, პარლამენტმა კანონმდებლობა ლიბერალური ოპოზიციის მხარდაჭერის დახმარებით მაინც მიიღო.

 

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, „კანონი და სამართალის“ წარმომადგენლების თქმით, მომხდარის გამო, ამ მომენტისთვის ქვეყანაში საპარლამენტო კოალიცია თითქმის აღარ არსებობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner