logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: „ნაციონალებისთვის“ არჩევნები იოლი გასეირნება არ იქნება!
- +

27 ივნისი. 2016. 15:27


შინაგან საქმეთა ყოფილა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციების გამო საარჩევნო კამპანია დაძაბული იქნება.


„საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს. არჩევნებამდე ორი თვით ადრე  მოხდება კამპანიის „გახურება", რაც „ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობით დაძაბული იქნება. „ნაციონალები" პროვოკაციის ინსტრუმენტებს გამოიყენებენ, მაგრამ  გავლენას ვერ მოახდენენ, რადგან ხელისუფლება გააზრებულად იმოქმედებს.  „ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზული გამოცდა ელის ოქტომბრში. მათთვის არჩევნები იოლი გასეირნება არ იქნება",- განაცხადა ნარჩემაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner