logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერება წინასაარჩევნო სვლაა
- +

27 ივნისი. 2016. 15:29


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება „საარჩევნო სვლაა".



ასეთი გადაწყვეტილება ასეთი თვითმოქმედებით თავდაცვის მინისტრმა არ უნდა მიიღოს. რამდენადაც ვიცი, ეს არ იყოს შეთანხმებული არც პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, არც პრემიერთან და არც პრეზიდენტთან. ასე რომ, გამოვიდა წინასაარჩევნო სვლა. ასეთი გადაწყვეტილება მთლიანად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, მას სჭირდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რადგან არ არის სახუმარო საქმე. არ მგონია, რომ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილება სასიკეთო იყოს, თუმცა არც ტრაგედია არ არის, რადგან შემდეგ თავდაცვის მინისტრს შეუძლია, აღნიშნული ბრძანება გაუუქმოს", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარია.



დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner