ავტორი ანა ნონიკაშვილი
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით ისაუბრა. ნარჩემაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი უკრაინაში მყოფი ქართველი მაღალი თანამდებობის პირების მიერ დადგმული სცენარი იყო, რომლითაც სურდათ ხელისუფლების დისკრედიტაცია.
„დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნით სცადეს, ისეთი გამოხმაურება ჰქონოდა, რომ თითქოს საქართველოში შემოდიან კრიმინალური ავტორიტეტები, საქართველოს ხელისუფლება კი ამას ეგუება და მათ მფარველობს. ამით სურდათ მთავრობის დისკრედიტაცია. უკრაინაში მყოფი ქართველი მაღალჩინოსნები ასეთი პროვოკაციებით არიან გამორჩეულები. არსებობს სპეციალური შეთანხმება შინაგან საქმეთა ორგანოებს შორის, როდესაც ხდება დეპორტირება, გაწერილია მთელი რიგი პროცედურები. ამ შემთხვევაში კი ქართველი სამარათალდამცველები არ ყოფილან ამაზე ინფორმირებულები",- განაცხადა ნარჩემაშვილმა.