ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 2 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში გამოვლენილია ინფიცირების 46 262 შემთხვევა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 495-ს აღწევს.
„როიტერი“ წერს, რომ ჩეხეთში ვირუსი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება.