logo_geo
eng_logo
აშშ სირიაში სამხედროების რაოდენობას ზრდის
- +

19 სექტემბერი. 2020. 16:30

 

 

 

აშშ სირიაში სამხედროების რაოდენობას ზრდის. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც მედიასაშუალება წერს, სირიაში სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების გადაწყვეტილება ვაშინგტონმა რუსეთის ძალებთან რამდენიმე დაპირისპირების შემდეგ მიიღო, რამაც ქვეყანაში დაძაბულობა გაამწვავა.

 

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-მა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ექვსი სამხედრო მანქანა და 100-მდე ჯარისკაცი გაგზავნა.

 

როგორც აშშ-ის ძალების ცენტრალური სამეთაურო შტაბის პრესმდივანმა, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანმა, ბილ ურბანმა განაცხადა, ეს ნაბიჯი კოალიციური ძალების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

მისი თქმით, სამხედრო მანქანების გაგზავნის გარდა, აშშ სირიაში რადარს განათავსებს და ამერიკული გამანადგურებლების პატრულირების სიხშირეს გაზრდის.

„აშშ არ მიისწრაფვის რომელიმე ერთან კონფლიქტისკენ სირიაში, თუმცა დაიცავს კოალიციურ ძალებს საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა კაპიტანმა ურბანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner