logo_geo
eng_logo
საქართველო EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს
- +

27 ივნისი. 2016. 16:15


დღეს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით შვეიცარიას ეწვია. ვიზიტის მსვლელობისას, დაგეგმილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის, რომელიც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას აერთიანებს.



საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლის განცხადებითაც ხელშეკრულების გაფორმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც პოლიტიკის, ისე ვაჭრობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით.



მისი განცხადებით, საუბარია 14-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე, რომნელზეც ქართულ ბიზნესს ტარიფებისა და დაბრკოლებების გარეშე შეღწევის შესაძლებლობა ექნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner